პოლიტიკა
უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა,
- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს, რათა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. მათივე ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით გრძელდება უკრაინული ძალების ნაწილების დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან.

“უსტინოვსკის, გორნისა და ლისიჩანსკის მახლობლად განხორციელდა საჰაერო თავდასხმები. მტერი არ წყვეტს შტურმს, რათა დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე. გარდა ამ ქალაქისა, ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით უპირისპირდებიან სიროტინასა და ბელაია გორას დასახლებებში“ , - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ნიკოლაევკას, ვერშინასა და სემიგორიეს დასახლებების რაიონებში, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, ბრძოლა გრძელდება. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა პოკროვსკის, ნიკოლაევკასა და ბელოგოროვსკის მახლობლად.

„ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ნიუ-იორკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ოჩერეტინოს, ავდიივკას, კამენკას, ნეტაილოვოს, ნიკოლსკოესა და ორეხოვოს დასახლებების ტერიტორიებზე,“- აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სისტემატურად ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას ჰრუშუვახის, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და მაზანივკას დასახლებების რაიონებში და ავიაიერიშებს ბოგოროდიჩნის მახლობლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
უკრაინაში 118 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #ომი
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.