ახალი ამბები
ქუთაისში რეკონსტრუქცის დროს დაზიანებული კანალიზაციის მილის გამო კლინიკა იტბორება
FaceBook
თამარ მეფის ქუჩის  გზის საფარის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა.


ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა #38-ში, გზის საფარის რეკონსტრუქციის დროს, ცენტრალური კანალიზაციის დაზიანებული მილის გამო, ამავე მისამართზე მდებარე დერმატოლოგიური კლინიკა "შალინი"-ს ოფისი იტბორება. ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" კლინიკის წარმომადგენლებმა მიმართეს.

დერმატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელის ვერა ბედინაშვილის განმარტებით, ტროტუარზე, სადაც სარებილიტაციო სამუშაოები გასული წლის მანძილზე მიმდინარეობდა, კანალიზაციის მილი ჩაჭრეს, რომელზეც მოხდა ფილების დაგება.

"წყალი კარგად რომ გამოვიყენეთ ეტყობა ვერ გაატარა დაზიანებულმა მილმა და მთელ ოფისში ტბა დადგა. ეს არის ცენტრალური კანალაზიციის მილი, რომელიც მაშინ დაზიანდა, როცა ამ ქუჩის რეაბილიტაცია  მიმდინარეობადა", - განმარტავენ დერმატოლოგიურ კლინიკაში.

დერმატოლოგიური კლინიკა აღნიშნულ მისმართზე გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, ხარვეზის დაფიქსირებისთანავე მერიას ოფიციალური წერილით გასული წლის ნოემბრის დასაწყისში მიმართა. თუმცა, მერიიდან დახმარების მიღების სანაცვლოდ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაამისამართეს.

"ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მერიას მივმართეთ ოფიციალური წერილით რომ ტროტურაზე და მიმიმდებარედ ახლადრეაბილიტირებული ქუჩის გაჭრის ნებართვა მოეცათ. მაგრამ წერილზე უარი მივიღეთ. თუკი მერიიდან გვექნება იმის თანხმობა რომ გვექნევა შესაძლებლობა ტროტური გავჭრათ ჩვენ საკანალიზაციო მილის პრობლემას ერთ დღეშიც მოვაგვარებთ", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ბობოხიძე.
მერიიდან, უარის თქმის მიზეზებზე არ საუბრობენ. თუმცა, განმარტავენ, რომ თუკი აღნიშნული კომპანია არსებულ ხარვეზს ერთ დღეში მოგავრებს, ტერიტორიის გაჭრის ნებარტვას მიცსემენ.


საქართველოს გაერთიენებული წყალმომარგების კომპანიის ქუთაისის სერვიცენტრში განმარატავენ, რომ აღნიშნული ხარვეზი მათ არ

"ერთმანეთს აბრალებენ და ვერ გავიგე ვის უნდა მივმართო. ამ ყველაფრის შემდეგ მერიის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს დაზიანება. ვუთხარი რომ მე შევაკეთებდი. თუმცა, მერიის წარმომადგენლებმა გამაფრთხილეს რომ 5000 ლარით დამაჯარიმებდნენ, რადგად ეს ადგილი ისტორიულ ზონას ეკუთვნის ", - განმარტავს ბედინაშვილი.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ხარვეზის მოწესრიგების საკითხი საქართველოს გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიას ეხება. მერიაში აცახდებენ, რომ კომპანია ხარვეზის მოწესრიგებას ცდილობს.

თამარ მეფის ქუჩაზე გზის საფარის რეკონსტრუქციისთვის ბიუჯეტიდან 1 950 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს "დაგი +" -მა განახორციელა.

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩა, სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მალავე დაიტბორა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.