"უნდობლობა
უნდა გამოუცხადოს გაზპრომს საზოგადოებამ"
არა გაზპრომს - აღნიშნული მოწოდებით ქუთაისში საინფორმაციო ფლაერებს
არიგებენ.
საპროტესტო აქცია ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი
სახლიას" წარმომადგენლებმა გამართეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსულ
კომპანიასთან შესაძლო თანამშრომლობას აპროტესტებენ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გოქაძე ამბობს, ხელისუფლებას
გაზპრომის შემოსვლით საქართველოს თავისუფლებას საფრთხე
დაემუქრება.
"უნდობლობა უნდა გამოუცხადოს გაზპრომს და გაზპრომთან საქართველოს
ურთიერთობას საზოგადოებამ," - ამბობს გია გოქაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული მოწოდებით აქცია ხვალ თბილისშიც გაიმართება
და საპროტესტო აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები