ქუთაისის ააიპ სპორტული დაწესებულების ოფისში გაჩენილი ხანძარი
ლოკალიზებული.
ხანძარი ოფისში 40 წუთის წინ გაჩნდა. როგორც ააპის თანამშრონლები
აცხადებენ, ხანძრის გაჩენა ელექტროენერგიის მაღალი ძავბის გამო
მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა, რომლებმაც
ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.
"დენი გაითიშა და ელექტროენერგიის მოსვლის შემდეგ ცეცხლი დენის წყაროს
გაუჩნდა", - აცხადებენ
ააიპ დაწესებულების თანამშრომლები.
ააიპ დაწესებულების თანამშრომლის , ნინო უჩაძის განმარტებით, ხანძრის
შედეგად დამწვარია ორი ოთახი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა
დოკუმენტაცია. თუმცა, ზარალი სრულად ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გახდება
ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები