პოლიტიკა
ირლანდიის სენატი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს
FaceBook
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 ივნისს, ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც იგი ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.
სენატი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს, ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებენ და ევროინტეგრაციის გზაზე ძალისხმევას აგრძელებენ. ის, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ თვითშეფასების კითხვარის უმოკლეს ვადებში შევსებას და ბრიუსელისთვის გადაცემას მიესალმება.

„რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ ერთიანი მიდგომა იყოს. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე დამანგრეველი ეფექტი ექნება და რუსეთს სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის „მწვანე შუქს“ მისცემს.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ქართველი ხალხი ათწლეულების განმავლობაში, ევროპული ინტეგრაციისკენ მტკიცედ ისწრაფოდა, რამაც ასევე, მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში ასახვა პოვა. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც რეფორმები წარმატებით განხორციელდა, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა.

სენატი ამ გზაზე საქართველოს მიღწევებს მიესალმება და მოუწოდებს მას, ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარება გააგრძელოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელს შეუწყობს, ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს და რეფორმების განხორციელება წარმატებით განაგრძოს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.