ამ წუთებში ქუთაისის ააიპ სპორტული დაწესებულების ოფისში
ხანძარია.
როგორც ააპის თანამშრონლები აცხადებენ, ხანძრის გაჩენა
ელექტროენერგიის მაღალი ძავბის გამო მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადა და
ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
"დენი გაითიშა და ელექტროენერგიის მოსვლის შემდეგ ცეცხლი დენის წყაროს
გაუჩნდა", - აცხადებენ ააიპ დაწესებულების თანამშრომლები.
ააიპ დაწესებულების თანამშრომლის , ნინო უჩაძის განმარტებით, ხანძრის
შედეგად დამწვარია ორი ოთახი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა
დოკუმენტაცია. თუმცა, ზარალი სრულად ხანძრის ჩაქრობის შემდეგ გახდება
ცნობილი.
ააიპ სპრტული დაწესებულება ქალაქის ძველ უბანში მდებარე
ადმინისტრაციულ შენობაში არის განთავსებული, სადაც "ნაციონალური
მოძრაობის" ოფისი და თოჯინების თეატრიც ფუნქციონირებს.
მასალის გამოყენების პირობები