ქუთაისში მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ქუთაისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარტია "თავისუფალი
საქართველოს" წარმომადგენლები გამოდიან.
როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
წარომადგენელი გოგი წულაია აღნიშნავს, ქუთაისში სოციალურად
დაუცველების რიცხვი იმატებს, რის ფონზეც ქუთაისის მერიაში სახელფასო
დანამატები და პრემიები დაარიგეს.
"ნახევარ მილიონამდე ლარი დაირიგეს ქუთაისის მერიაში პრემიების და
დანამატების სახით, რაც არის უზნეობის კლასიკური მაგალითი. ეს ხდება
მაშინ, როდესაც ქუთაისში ათასობით სოციალურად დაუცველი ადამიანი
მშიერია და არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მოვუწოდებ ქალაქის მერს,
შოთა მურღულიას, კეთილი ინებოს გადააყენოს უსაქმური თაობა და
დააკომპლექტოს ისეთი ხალხით, რომელიც ქუთაისს გადარჩენის შანსს
მოუძებნის," - ამბობს წულაია.
წულაია ქუთაისის მერის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის უყურადღებობის
შემთხვევაში, შოთა მურღულიას გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების
შეგროვებით იმუქრება.
"ზუსტად ერთ კვირაში დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას მურღულის
გადაყენების მოთხოვნით" - აცხადებს წულაია.
აღნიშნულზე ქუთაისის მერია კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები