უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ თავის მორგ ვიდეომიმართვაში დონბასში მიმდინარე მძიმე
ბრძოლებზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი ახლა სწორედ დონბასის
განადგურებაა.
"რუსეთს სურს გაანადგუროს
დონბასის ყველა ქალაქი, სიტყვა "ყველა" არ არის გაზვიადებული. სურს
გაანადგუროს ისე, როგორც ვოლნოვახა, მარიუპოლი. ნანგრევები ერთ დროს
ბედნიერ ქალაქებში, ხანძრის შავი კვალი, აფეთქებების შედეგად
წარმოქმნილი კრატერები - სულ ეს არის, რაც რუსეთს შეუძლია მისცეს
თავის მეზობლებს, ევროპასა და მსოფლიოს. ალბათ, ეს არის ნებისმიერი
სახელმწიფოს სრული დეგრადირების უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც
რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა", – განაცხადა
ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები
ყველაფერს აკეთებენ ოკუპანტების შესაჩერებლად.
უკრაინაში 108 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები