უკრაინამ მარიუპოლის მცველების 210 ცხედარი დაიბრუნა.
"
უკრაინსკაია
პრავდას'' ინფორმაციით, საკოორდინაციო შტაბი, პრეზიდენტის
სახელით, მუშაობს თითოეული გარდაცვლილის ცხედრის კონტროლირებად
ტერიტორიაზე დაბრუნებაზე.
"გრძელდება მარიუპოლის დაღუპული დამცველების ცხედრების
დაბრუნების პროცესი. ამ დროისთვის ჩვენი 210 სამხედრო მოსამსახურე
დაბრუნდა. მათი უმეტესობა აზოვსტალის გმირი დამცველია", -
ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინამ და რუსეთმა ალყის დასრულების შეთანხმების ფარგლებში
განახორციელეს ცხედრების გაცვლა.
გამოცემის ცნობით, აზოვის ბატალიონის ლიდერსა და პრესსპიკერზე
დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულები კიევში გადაასვენეს, სადაც
იდენტიფიცირებისთვის კვლევები მიმდინარეობს.
უკრაინაში 105 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები