უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი,
- ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე
დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე,
1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 184 - სრულად
განადგურდა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, მაჩვენებლები საბოლოო არ არის,
რადგან ის არ მოიცავს გარდაცვლილებს იმ ადგილებში, სადაც აქტიური
საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომელიც რუსულ
ძალებს აქვთ დაკავებული.
უკრაინაში 104 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები