ახალი ამბები
"რაც უფრო მეტ რაკეტას მიიღებს უკრაინა, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს"
FaceBook
ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „ფანტაზია“ უწოდა უკრაინელი ხალხის და მთავრობის სურვილს,დააბრუნონ ქვეყანაში ის მდგომარეობა რაც 24 თებერვლამდე იყო.
ლავროვის თქმით, უკრაინა ანგლო-საქსური ლიდერების სურვილს ემორჩილება.

სხვა ურთიერთგამომრიცხავი ფანტაზიებიც გვესმის ყოველდღიურად, თუმცა უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებების პროცესზე. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამით ის დასავლეთის ანგლო-საქსონი ლიდერების ნებას ასრულებს. ჩვენ მზად ვიყავით, პატიოსნად გვემუშავა იმ წინადადებებზე, რომლებიც უკრაინელმა კოლეგებმა წარმოადგინეს, თუმცა ამ წინადადებების მიხედვით დაწერილი შეთანხმების პროექტი, უკვე თვე-ნახევარია უკრაინის მხარეს უდევს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა ასევე ისაუბრა უკრაინის მეგობარი ქვეყნების მიერ მიწოდებულ შორსმოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე.

„რაც უფრო მეტ შორსმოქმედ სისტემას მიაწოდებენ კიევის რეჟიმს, მით უფრო შორს გავდევნით ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე რუსეთისთვის და უკრაინის რუსული მოსახლეობისთვის“

5 ივნისს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა შორსმოქმედ სარაკეტო სისტემებს მიიღებს, რუსეთი აქედან შესაბამის დასკვნებს გამოიტანს და ისეთ ობიექტებზე თავდასხმას დაიწყებს, რომლებისთვის აქამდე არ დაურტყამს.

უკრაინას შორსმოქმედ სარაკეტო და საარტილერიო სისტემებს აშშ და დიდი ბრიტანეთი გადასცემენ.

ვაშინგტონი უკრაინას მიაწვდის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემა М142 Himars-ს, რომელიც დაახლოებით 80 კილომეტრის მანძილზე მოქმედებს. ამავე მანძილზე მოქმედ საარტილერიო სისტემებს გადასცემს უკრაინას დიდი ბრიტანეთიც.

უკრაინაში 104 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.