ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაისის თვის სტატისტიკურ
მონაცემებს აქვეყნებს.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით
+228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი
2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია.
მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327
შეადგინა, რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით
ტურისტული ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი.
2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო
მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან
შედარებით +257.8%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით
აღდგენამ 39.5% შეადგინა.
2022 წლის 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ
906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან
შედარებით ტურისტული ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები