ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტზე დაიწყო
მუშაობა.
ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ
იაბლონსკიმ PAP-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს.
„სანქციები კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს გაზის კონტექსტში, რომელიც
რუსეთმა შეიძლება გაყიდოს, ასევე SWIFT-ის პროგრამიდან რუსეთის ყველა
ბანკის გათიშვის კონტექსტში. მე ვსაუბრობ ძირითადად „გაზპრომბანკზე“,-
განაცხადა იაბლონსკიმ.
მისივე განმარტებით, ასევე აუცილებელია ემბარგოს შემოღება
ტექნოლოგიებზე, რომლის მიწოდებაც რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავის
ინდუსტრიაში. პოლონეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, აუცილებელია
რუსული აქტივების კონფისკაცია ევროპაში და არა მხოლოდ მათი
გაყინვა.
მასალის გამოყენების პირობები