უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია
განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 2 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 30 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში
+150]
ტანკი – 1 363 ერთეული [+2] ;
ჯავშანტექნიკა – 3 354 ერთეული [+11] ;
საარტილერიო სისტემა – 661 ერთეული [+2];
MLRS – 207 ერთეული [+0];
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95 ერთეული [+1];
თვითმფრინავი – 210 ერთეული [+2];
ვერტმფრენი – 175 ერთეული [+0];
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 521 ერთეული
[+2];
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 120 ერთეული [+0];
გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];
მანქანები და საწვავის ავზები – 2 325 ერთეული [+35];
სპეცტექნიკა – 51 ერთეული [+2];
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი
მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები
იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:
185 თვითმფრინავი;
129 ვერტმფრენი;
1 077 უპილოტო საფრენი აპარატი;
326 საზენიტო სარაკეტო სისტემა;
3 363 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
457 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;
1 744 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;
3 329 სპეციალური სამხედრო მანქანა;
უკრაინაში 99 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები