ჭიათურაში "ჯორჯიან მანგანეზის" მუშაობის შეწყვეტის გამო, 3700
ადამიანი უმუშევარი რჩება.
ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციის მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებას
მუშაობის შეწყვეტის თაობაზე აკრიტიკებენ და
სოციალურ ქსელში საპროტესტო ხასიათის ფოტოს ავრცელებენ.
"ვითხოვთ დასაქმების გარანტიებს მთავრობისგან", "ჭიათურელ მაღაროებს
გვემუქრება უმუშევრობა", "კრიზისულ პერიოდში შეგვიჩერდეს საბანკო
ვალდებულებები", - ასე ეხმაურებიან მაღაროელები კომპანიის მუშაობის
შეჩერებას.
"ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციამ კომპანიის მუშაობის შეჩერების
შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 11 იანვარს მიიღო.
ადმინისტრაციაში კომპანიის მუშაობის შეწყვეტის მიზეზად მანგანუმის
ფასის დაცემას უკავშირებენ.
ჭიათურაში მანგანუმის წარმოება 20 იანვრიდან 20 მაისამდე
შეწყდება.
ჭიათურის სამთო გამადიდრებელი კომბინატი, მუშაობის სრულ რეჟიმს 2016
წლის მაისიდან დაუბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები