პოლიტიკა
რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა - დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
FaceBook
რუსეთის შეტევამ დონბასზე იმპულსი დაკარგა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა განრიგს.
მცირემასშტაბიანი თავდაპირველი მიღწევების მიუხედავად, რუსეთმა გასული თვის განმავლობაში ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ტერიტორიული წარმატება - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ბრიტანული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთმა სავარაუდოდ სახმელეთო საბრძოლო ძალების მესამედის დანაკარგი განიცადა.

„რუსული ძალები სულ უფრო მეტად არიან შეზღუდულნი გაუარესებული შესაძლებლობების, განუწყვეტელი დაბალი მორალისა და შემცირებული საბრძოლო ეფექტურობის გამო. ამ შესაძლებლობებიდან ბევრი არ შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ან აღდგეს და, სავარაუდოდ, გააგრძელებს რუსეთის ოპერაციების შეფერხებას უკრაინაში“, - აღნიშნულია განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ამჟამინდელ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დრამატულად დააჩქარებს წინსვლის ტემპს მომდევნო 30 დღის განმავლობაში.

უკრაინაში 81 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

ipn.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.