ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინის პრეზიდენტ
ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილს ადარებს.
„ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი" - ასეთი განცხადება
გააკეთა მან თავის ინსტაგრამ გვერდზე.
აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მადლობა გადაუხადა ზელენსკის
"მისი ლიდერობისთვის, მისი მაგალითისთვის და თავისუფლებისადმი
ერთგულებისთვის"
5 მაისს გამოქვეყნებულ ინსტაგრამის პოსტში ჯორჯ ბუშმა ასევე ხაზი
გაუსვა და მიესალმა „უკრაინელი ხალხის დიდ სიმამაცეს“.
ჯორჯ ბუში ამერიკის 43-ე პრეზიდენტი იყო 2001-2009 წლებში.
მასალის გამოყენების პირობები