პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა
FaceBook
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა.
სანქციების მორიგი  პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას  გულისხმობს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ეტაპობრივად შეწყვიტონ ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო გადამუშავებული პროდუქტების - წლის ბოლომდე.

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა მოხდეს, რითაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მივცემთ უზრუნველყონ მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები და მინიმუმამდე დავიყვანოთ გლობალურ ბაზრებზე გავლენა“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

apnews.com გამოცემა წერს, რომ წინადადების ერთხმად დამტკიცებას,  შესაძლოა, "სასტიკი დებატები" მოჰყვეს. 

რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ავსტრალიამაც. კონკრეტულად, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსების მიერ ოკუპირებულ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში თანამდებობებზე დანიშნეს.

ავსტრალიამ 3 მაისიდან დაიწყო სანქციების დაწესება 70-ზე მეტ რუს პოლიტიკოსსა და 30-ზე მეტ რუსი ხელისუფლების "მარიონეტ" წარმომადგენელზე. ავსტრალიამ ჯამში სანქციები დაუწესა 812 ფიზიკურ პირს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს დასავლეთმა და ევროპის ქვეყნებმა  მთელი რიგი სანქციები დაუწესეს. 

სანქცირებულთა შორის არიან თავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მისი შვილები და პუტინთან დაახლოებული ოლიგაქრებიც. 

სანქციების არასრული ჩამონათვალი:

იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ამ დროისთვის ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.

იკრძალება ნებისმიერი რუსული და ბელორუსიის ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ფარგლებში და მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისია ფარმაცევტული, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქცია. მათ შორის ხორბალი და ავტომობილები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა საჭირო.

იკრძალება რეაქტიული საწვავის, კვანტური კომპიუტერების, მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალი ხარისხის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე მანქანების და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. ახალი აკრძალვები ეხება ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა ხე, ცემენტი, სასუქი, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლი. შეთანხმებული ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვები, შესაბამისად, 10 მილიარდ ევროს და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს.

ამის გარდა ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს იმ კომპანიებს, ვისმა პროდუქციამაც და ტექნოლოგიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გავლენა იქონია.

სანქციები ეხება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, ასევე სანქცირებულთა ოჯახის წევრებს.

ამასთან, სრულად აიკრძალა ოთხი რუსული ბანკის ტრანზაქციები, რომელთაც საბანკო ბაზრის 23%-ი უჭირავთ.

უკრაინაში 70 დღეა ომია.

რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. მათ განადგურეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს ათასობით ადამიანი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი
უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, -
აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.
13:10 / 25.11.2024
„უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა“, - აღნიშნა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.