უკრაინის გენერალური შტაბის
ინფორმაციით, რუსეთი ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგის შევსებას
ცდილობს.
შტაბის ცნობით, ვორონეჟის რეგიონის
ქალაქ ბოგუჩარში, 2022 წლის 27 აპრილიდან 2 მაისამდე, საცავიდან
ამოიღეს ჩვიდმეტი ტანკი და სამოცი BMP-1. ისინი გაგზავნეს უკრაინის
ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ჯარების
მიერ.
სლობოჟანსკის მიმართულებით რუსები
აგრძელებენ ქალაქ ხარკოვისა და მიმდებარე დასახლებების
დაბომბვას.
დონეცკის მიმართულებით, რუსების
ძირითადი ძალისხმევა გრძელდება რუბიჟნესა და პოპასნას დასახლებებზე
სრული კონტროლის დამყარებაზე და ლიმანისა და სლოვიანსკის დასახლებების
მიმართულებით წინსვლაზე.
წინა დღის განმავლობაში, საჰაერო
თავდაცვისა და სახმელეთო ძალების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა
ჩამოაგდეს 7 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი Outpost
UAV.
ბოლო 24 საათის განმავლობაში,
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელებმა მოწინააღმდეგის თორმეტი
შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ექვსი ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა,
ოცდაორი ერთეული ჯავშანტექნიკა და რვა ერთეული მტრის
მანქანა.
ჯამში, ლიკვიდირებულია დაახლოებით
23800 (+300) პირი
ტანკები ‒ 1048 (+22)
საბრძოლო ჯავშანტექნიკა ‒ 2519
(+48)
საარტილერიო სისტემები - 459
(+8)
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო
სისტემები - 80 (+0)
თვითმფრინავები - 194
(+2)
ვერტმფრენები - 155
(+0)
მანქანების აღჭურვილობა და
ავტოცისტერნა / მანქანები და საწვავის ავზები - 1824
(+28)
გემები - 8
სპეციალური აღჭურვილობა - 38
(+6)
ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტები - 84
(+0)
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს
რწმუნებით, ე.წ.სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, მათ
ჩამოადგეს უკრაინელების 141 თვითმფრინავი, 110 ვერტმფრენი, 583
უპილოტო საჰაერო მანქანა, 269 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 2
576 ტანკი და სხვა ჯავშანმფრენი, 287 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები,
ასევე 2 392 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში 69-ე დღეა ომია. რუსეთი
უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, თუმცა, ამ დრომდე ვერ აღწევს
მნიშვნელოვან წარმატებას. უწევს პოზიციების დათმობა და მის მიერვე
ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
მასალის გამოყენების პირობები