IAEA (ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) უკრაინის
ატომურ ელექტროსადგურებში ატომური ავარიის საშიშროების
შესახებ განცხადებას ავრცელებს.
IAEA-ს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის თქმით, რუსული რაკეტები,
რომლებიც უკრაინის ატომურ ელექტროსადგურების ტერიტორიებზე
დაფრინავენ დიდი ხიფათის შემცველია. მათ შესაძლოა ატომური ავარია
გამოიწვიონ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ 28 აპრილს განაცხადება
გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ განიხილეს უკრაინული ანგარიშები, სადაც
აღნიშნული იყო, რომ რუსები ატომურ ელექტროსადგურებს არ ერიდებიან და
რაკეტა პირდაპირ ატომურ ელექტროსადგურზე გადაფრინდა.
თუ რაკეტა მოხვდება სადგურს, მას პოტენციურად ბირთვული ავარია შეუძლია
გამოიწვიოს, აღნიშნულია IAEA-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები