უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო
პოდოლიაკი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ
გამოქვეყნებულ კვლევას ეხმიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და
მისი ნათესავების რუსულ ბიზნეს ეხება.
პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ "დეოლიგარქიზაცია ყველა პრორუს
ოლიგარქს ელის".
" „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" აჩვენა რატომ
თქვა უარი საქართველოს მთავრობამ სანქციების დაწესების განხილვაზე. რა
თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის რუსული ბიზნესის გამო. დავით არახამია
მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობს. „დეოლიგარქიზაცია“
ყველა პრორუს ოლიგარქს ელის", - წერს პოდოლიაკი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, დღეის
მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილი მისი ოფშორული კომპანია Vanity
Overseas Limited-ის მეშვეობით რუსეთში შპს აკვა-სფეისს ფლობს.
TI-ის კვლევის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი 2012-2019 წლებში საკუთარი
ოფშორული კომპანიების მეშვეობით მინიმუმ 10 რუსულ კომპანიას მაინც
ფლობდა, რაც შვილობილი და დაკავშირებული კომპანიების კიდევ უფრო ფართო
ქსელის ნაწილია.
დღეის მდგომარეობით "საერთაშორისო გამჭიროვალობის'' კვლევის
მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს იგივე სქემით სულ მცირე 1 კომპანია
აქვს რუსეთში – შპს აკვა-სფეისი (ООО Аква-Спейс).
რუსეთში აქტიურ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ბიძინა ივანიშვილის
ნათესავებიც, რომლებსაც საერთო კომპანიები რუსეთის ყოფილ და მოქმედ
მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან გააჩნიათ.
მასალის გამოყენების პირობები