საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პანდემიის დროს კლინიკებში
არამიზნობრივ ხაჯზე და პანდემიის მართვაში დაშვებულ
შეცდომებზე აპალარაკდა
ზურაბ აზარაშვილის თქმით, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც
ექიმები და ექთნები სახელმწიფოდან დარიცხულ სახელმწიფო დანამატს არ
იღებდნენ.
"სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის
დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ.
თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული
მიზნობრიობით, რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ
მიდიოდა", - აღნიშნა მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, შრომის ინსპექცია, ყოველდღიურ რეჟიმში,
ცდილობს შეთანხმებას და მოლაპარაკებას იმ კლინიკებთან, რომლებსაც
დღემდე აქვთ ექიმებისა და ექთნების დავალიანება.
განსხვავებით რიგითი მედპერსონალიდან ხელფასები გაეზარდათ კლინიკის
ხელმძღვანელებს.
"სამწუხაროდ, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც
დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს,
ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს
ხარჯზე".
მინისტრის ინფორმაციით კლინიკებში ხელოვნურად ზრდიდნენ პაციენტების
რაოდენობას.
"2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით
დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების
თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად
ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი,
რომ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6
000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის
დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო
საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე.
ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც
სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში,
დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის
განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ
საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც
შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით
კლინიკებს.
ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი
ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა,
დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე".
ზურაბ აზარაშვილის თქმით, როგორც კი, კოვიდკლინიკებში სიტუაციას
სრულად შეისწავლიან და ინფექციების გავრცელების, პროტოკოლის
დარღვევის, თუ ფინანსური პრობლემების საერთო სურათი შეიქმნება, ეს
ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, მინისტრის
განცხადებით, შემოწმდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული
კლინიკებიც და ნებისმიერი დარღვევა გამოვლინდება.
"თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი
პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე.
შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი
მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს,
ან ეს კლინიკები ამით "შოულობდნენ" ფულს", - განაცხადა ზურაბ
აზარაშვილმა.
პანდემიის გამოცხადებინად დღემდე საქართველოში სულ დაფიქსირდა ვირუსით
დაინფიცირების 1 654 797 შემთხვევა. ორი წლის განმავლობაში
კორონავირუსით გარდაიცვალა 16 805 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები