24 და 25 აპრილს, ქუთაისში
მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება.
ქუთაისის მერიამ გადაწყვეტილება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მიიღო. საქალაქო ტრანსპორტი 8:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს,
როგორც აღდგომის დღესასწაულზე, ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს.
გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რომელი
სვლაგეზი რომელი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას
გაივლის:
ხაზი N 1 (წრიული მარჯვენა და
მარცხენა) გაივლის ძელქვიანის სასაფლაოსთან ("გორგიას" მიმდებარე
ტერიტორია);
ხაზი N 4 - ოღასკურისა და
ავტოქარხნის სასაფლაოები;
ხაზი N5 - ჭომის
სასაფლაო;
ხაზი N 10 - ავანგარდის
სასაფლაო;
ხაზი N 19 - საფიჩხიის, ნიკეასა და
ძელქვიანის სასაფლაოები;
ხაზი N 25 - ავტოქარხნის მარჯვენა
დასახლების სასაფლაო;
ხაზი N 31 - ნიკეას, ოღასკურისა და
ძელქვიანის სასაფლაოები.
მასალის გამოყენების პირობები