დღეს, 22 აპრილს, უკრაინაში
ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება.
ვიცე-პრემიერის ირია ვერეშჩუკის
თქმით, მარშრუტებზე გადაადგილება საშიშია და არ არსებობს უსაფრთხოების
გარანტიები.
"მარშრუტებზე არსებული
საფრთხის გამო, დღეს, 22 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება.
ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება გთხოვთ, მოითმინეთ,
გამაგრდით"- წერს ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში 58 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები