რუსეთმა 24 თებერვლიდან უკრაინაში 100 მილიარდი დოლარის ღირებულების
ინფრასტრუქტურა გაანადგურა.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ალექსანდრე კუბრაკოვის
განცხადებით, რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს
ქვეყნის ინფრასტრუქტურის 30%. მათ შორის, დანგრეულია ან დაზიანებულია
300-ზე მეტი ხიდი; ასევე რეკონსტრუქციას საჭიროებს ათობით სარკინიგზო
ხიდი. შეკეთებას ან აღდგენას საჭიროებს 8 000 კმ -ზე მეტი გზა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გეგმავს შექმნას სოლიდარობის ფონდი,
რომლიც ომის შედეგად დანგრეული უკრაინის რეკონსტრუქციას
მოხმარდება.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწევთ ხარჯების ძირითადი ნაწილის
გადახდა.
ევროკომისია მუშაობს იმ ინსტრუმენტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება
ქვეყნის გრძელვადიან საჭიროებებზე. "პოსტ-კოვიდ-19-ის აღდგენის
ფონდის" მოდელირებით, ის დააფინანსებს ინვესტიციებს და რეფორმებს
უკრაინის მთავრობასთან შეთანხმებით.
მიმდინარე კვირაში ბრიუსელისა და ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის
პირები გეგმავენ განიხილონ კიევის ფინანსური მხარდაჭერის გზები და
უზრუნველყონ, რომ უზარმაზარი თანხები არ იქნეს ბოროტად
გამოყენებული.
უკრაინაში 55 დღეა ომია.
მასალის გამოყენების პირობები