მარიუპოლის წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთის წინსვლას
უკრაინის სხვა ტერიტორიებზე.
ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
უკრაინელების ძლიერმა წინააღმდეგობამ
დაასუსტა რუსული ძალები, აიძულა ქალაქის ალყაში მოქცევისა და
ალყის შენარჩუნებისთვის გადაესროლა სამხედრო შენაერთების დიდი
რაოდენობა და შეიარაღება.
თუმცა მარიუპოლის ალყამ განოიწვია დიდი მსხვერპლი
მშვიდობიან მოქალაქეებში - სულ ცოტა 20 ათასი ადამიანია
დაღუპული. ასევე დატყვევებულია და რუსეთში ძალით გადაყვანილია
ათასობით ადამიანი.
განადგურდა ინფრასტრუქტურა და ქალაქიდან თითქმის აღარაფერი
დარჩა.
უკრაინაში 54 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს
შეიჭრნენ. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე,
მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები. ქვეყნის
ჩრდილოეთით უკრაინელებმა განდევნეს რუსი ოკუპანტები დაკავებული
ტერიტორიებიდან.
რუსეთის ქმედებები უკრაინაში უკრაინელი ერის გენოციდად შეიძლება
შეფასდეს.
მასალის გამოყენების პირობები