ქუთაისის საკრებულოს ყოფილი
წევრი ლევან სანიკიძე გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძე მოადგილე თანამშრომლებს
დღეს წარუდგინა. ლევან სანიკიძე ქონებრივ საკითხებს უხელმძღვანელებს.
მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე, შედის სახელმწიფო შესყიდვების
კოორდინაცია, სამინისტროებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების
ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხები, ასევე ტურიზმის
სფეროსთან დაკავშირებული მიმართულებები.
ლევან სანიკიძეს დეპუტატის მანდატი
საკრებულოს 15 აპრილის სხდომაზე გაუუქმეს.
მასალის გამოყენების პირობები