უკრაინაში რუსეთის მასშტაბური ომის
დაწყებიდან დღემდე 205 ბავშვი დაიღუპა, 362-ზე მეტი
დაშავდა.
ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა
დონეცკის რეგიონში - 117 ბავშვი, კიევში - 107, ხარკოვში - 91,
ჩერნიგოვი - 54, ხერსონი - 43, მიკოლაევი - 40, ლუგანსკი - 36,
ზაპოროჟიე - 23, დედაქალაქი - 16, სუმი - 16, ჟიტომირი -
15.
საომარი მოქმედებების პირობებში
დაბომბა 1018 სასწავლო დაწესებულება, მათგან 95 სრულად
განადგურდა.
უკრაინაში 54-ე დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა
ქალაქები.
მასალის გამოყენების პირობები