დღეს საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
სხდომა გაიმართება.
სხდომაზე სამხედრო დაზვერვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების
წარმომადგენლებს მოუსმენენ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე რეგიონში არსებული
ვითარება და მიმდინარე პროცესები განიხილება. ასევე, ისაუბრებენ, თუ
რა გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებს შორის საომარი მოქმედებები
ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
მასალის გამოყენების პირობები