ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 8000-მდე
აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 8000-მდე აბონენტს
ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროსადენებზე დაზიანებები აღნიშნულ
მუნიციპალიტეტებში წუხანდელმა ქარბუქმა გამოიწვია.
"ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ფილიალში
განმარტავენ, რომ ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს და ფიდერების ჩართვა
დღის ბოლოსთვის მოხდება.
"გუშინ ჩვენმა ჯგუფმა ყველა ტექნიკური დაზიანება აღმოფხვრა. თუმცა,
წუხელ ძლიერმა ქარბუქმა სამტრედიისა და ვანის აბონენტები
ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, რადგან ძლიერი ქარის შედეგად ავარიული
გამორთვები დაფიქსირდა", - განმარტავენ "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს
დასავლეთ საქართველოს ფილიალში.
მასალის გამოყენების პირობები