პოლიტიკა
"თხოვნა მექნება, ოპოზიციამ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები დელეგაციისთვის"
FaceBook
ამ დრომდე გადაწყეტილი არ არის რამდენი დელეგაცია  წავა ოფიციალური თბილისიდან უკრაინაში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტი, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში შედგება. შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ  დროულად მიაწოდონ საკუთარი კანდიდატები, რომლებიც დელეგაციასთან ერთად უკრაინაში გაემგზავრებიან.

"ჩემი სურვილი იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაცია ყოფილიყო მრავალპარტიული, გუშინ გვქონდა საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მქონდა შეთავაზება რომ თანაბარი წარმომადგენლობა ყოფილიყო, თუმცა არ იყო თანხმობა და შემდეგ კვლავ შევთავაზეთ, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან წარმომადგენელი იყოს. მართალია, ამ შემთხვევაში უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ თავის მხრივ, არ გაზარდოს წარმომადგენლობა, თანაბრობის პრინციპი ამ შემთხვევაში დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება, თუმცა გამომდინარე ვითარებიდან ეს შეთავაზება ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, მე თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები დელეგაციისთვის.

ამ დელეგაციისთვის მე ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან მექნება კომუნიკაცია, ვინაიდან ორგანიზაციულად გვესმის, რომ არ არის მარტივი ვიზიტის ორგანიზება, არის საკმაოდ საჩქარო საკითხი და მე იმედი მაქვს, რომ დღის პირველ ნახევარში ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ და ველი ყველა პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობას“
, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გუშინ საღამოს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, საუბარი იყო, რომ უკრაინაში პარლამენტიდან ორი დელეგაცია გაემგზავრებოდა - ცალკე პარლამენტის თავმჯდომარის და ცალკე საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ.

საქართველოს მთავრობაში უკრაინაში გამგზავრებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერის რუსლან სტეფანჩუკისკან მიწვევა მიიღეს. 

უკრაინელმა დიპლომატმა ევროკავშირის პარლამენტებისა და G20-ის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები უკრაინაში მიიწვია. შესაბამისად, მიწვევა მიიღო შალვა პაპუაშვილმაც. მან თავდაპირველად თქვა, რომ მიწვევა მიღებული არ ქონდა, ხოლო შემდეგ მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ის ავად იყო და უკრაინაში ჩასვლას ვერ შეძლებდა.

3 აპრილს გათავისუფლებულ ქალაქ ბუჩაში შესულ უკრაინელ სამხედროებს ქუჩებში დახოცილი, ხელფეხშეკრული და ნაწამები ადამიანების ცხედრები დახვდათ. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ბუჩაში 410 ცხედარი იპოვეს.

უკრაინაში  50 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. უკრაინაში განადგურებულია ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსი ჯარისკაცები მოსახლეობას განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მხოლოდ ბუჩაში, რომელიც ოკუპანტების ალყაში იყო, 400-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათი უმრავლესობა დახვრეტილია ან წამებით არის მოკლული. რუსმა სამხედროებმა გააუპატიურეს ქალები და ბავშვები.

უკრაინა რუსეთის არმიის ქმედებებს "გენოციდს" უწოდებს.





Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.