ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რეისების მიღება
უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო ფერხდება.
უამინდობის გამო, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობისსაერთაშორისო
აეროპორტში ღამით დაგეგმილი რეისები არ შესრულდა.
ფრენები თბილისის დროით 21:00, 06:15 და 11:45 საათებში უნდა
შესრულებულიყო.
არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობებისგამო ავიაკომპანია "ვიზეარმა"
მიიღოგადაწყვეტილება გადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს, 04:15 საათზე,
ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის
აეროპორტში შესრულდა.
ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაყვანილ იქნენ სასტუმროში და
ასევე უზრუნველყოფილ იქნენ კვებით და ტრანსპორტირებით
სასტუმრომდე.
როგორც აეროპორტის ადმინისტრაციაში ამბობენ, ფრენების გადადების
გადაწყვეტილება ავიაკომპანია"ვიზეარისა" და "არკიას" წარმომადგენლებმა
უამინდობის გამო მიიღო.
ამ დროისთვის ქუთაისში აღარ თოვს, რის გამოც დღეს დაგეგმილი ყველა
რეისი სავარაუდოდ განრიგის მიხედვით შესრულდება.
მასალის გამოყენების პირობები