ელექტროენერგიის
მიწოდების პრობლემა ძირითადად, ვანის
მუნიციპალიტეტშია.
იმერეთის რეგიონში ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე 3500
აბონენტია დარჩენილი. ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, ძირითადად,
ვანის მუნიციპალიტეტშია.
დიდთოვლობის გამო ავარიული შემთხვევები იყო ზესტაფონის, სამტრედიისა
და წყალტუბოს მუნციპალიტეტებში.
როგორც "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ
ფილიალში "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, არსებული ხარვეზები ამ საღამოსვე
აღმოიფხვრება.
"სხვადასხვა რაიონების ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა
მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა. თუკი, ისევ თოვლმა არ შეგვიშალა ხელი
და პრობლემები არ შექმნა, დენის მიწოდება ამ საღამოსვე აღდგება", -
განმარატვენ "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ
ფილიალში.
იმერეთის რეგიონში დიდთოვლობამ
გზის პრობლემებიც შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები