პოლიტიკა
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 48-ე დღეს
FaceBook
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  ბოლო 12 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტები ცდილობენ დაასრულონ დანაყოფების გადაჯგუფება და გადატანა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდისა და ვორონეჟის რეგიონებში, ასევე საჰაერო და ძალების გადაადგილება  აეროდრომებზე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრების სიახლოვეს.

გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები, უგულებელყოფენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, აგრძელებენ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის უშუალოდ საცხოვრებლებში განთავსების ტაქტიკას.  ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტები საამისოდ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო საწარმოების, ენერგეტიკულ და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს და დასახლებების ცენტრალურ უბნებს. დაფიქსირდა მოწინააღმდეგის სამოქალაქო ტანსაცმლით ბრძოლის შემთხვევები.

გენშტაბში ვარაუდობენ, რომ მომავალში მტერი შეეცდება აიღოს კონტროლი ქალაქ მარიუპოლზე, დაიპყროს პოპასნა და დაიწყოს შეტევა კურახოვეს მიმართულებით, რათა მიაღწიოს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

ოკუპანტების მხრიდან სარაკეტო იარაღის გამოყენების საფრთხე რჩება.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის ექვსი შეტევა, გაანადგურეს ოთხი ტანკი, ხუთი ჯავშანტექნიკა, ოცდაექვსი მანქანა და მტრის რვა საარტილერიო სისტემა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა წინა დღეს 7 საჰაერო სამიზნეს დაარტყეს: ერთი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.

მტრის სრული საბრძოლო დანაკარგები  ომის დაწყებიდან დღემდე ასეთია:

პერსონალი  დაახლოებით 19600 ადამიანი;

ტანკები  ‒ 732 ;

საბრძოლო ჯავშანმანქანები ‒ 1946;

საარტილერიო სისტემები - 349 ერთეული;

ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები - 63;

თვითმფრინავი - 157 ;

ვერტმფრენები - 140;

მანქანის აღჭურვილობა - 1406 ;

გემი - 7; 

საწვავის ავზები - 76;

სპეციალური აღჭურვილობა - 25.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსებმა ე.წ. სპეცოპერაციის ფარგლებში 48 დღის განმავლობაში ჩამოაგდეს უკრაინის საჰაერო ძალების130 თვითმფრინავი და 99 ვერტმფრენი, 243 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 441 უპილოტო საჰაერო მანქანა, 2 132 ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 241 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 913 საველე არტილერია.

უკრაინაში 48 დღეა ომია. რუსეთის ფედერაცია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.