გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 აპრილს
საქართველოში ამინდის მნიშვნელოვანი გაუარესებაა მოსალოდნელი.
"მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით,
ზოგან ძლიერი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5
ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძალიან ძლიერი ქარი“, – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები