ქუთაისში სანთლებით და ყვავილებით პატივი მიაგეს ბუჩაში წამებით
მოკლული ადამიანების ხსოვნას.
თეთრ ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსეთის
ომი უკარაინაში და თქვეს, რომ რუსულმა ჯარმა ბუჩაში გენოციდი
მოაწყო.
"პატივი მივაგეთ პუტინის და რუსი ჯალათების მიერ ბუჩაში მოწყობილი
გენოციდის დროს დაღუპულებს უკრაინელ ხალხს!", - თქვეს აქციის
მონაწილებმა.
რუსული ჯარი, მათ მიერ ალყაშემორტყმულ ბუჩაში, სასტიკად გაუსწორდა
ადგილობრივებს. რუსი ჯარისკაცებისგან გაწმენდილ ქალაქში უკრაინელ
სამხედროებს ტრაგიკული სურათი დახვდათ. ქუჩებში ასობით სამოქალაქო
პირის ცხედარი იყო, მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. ადგილობრივები
ყვებიან ოკუპანტების მიერ ჩადენილ წამებისა და გაუპატიურების ათობით
ფაქტზე.
უკრაინაში 42 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის შედეგად, 7
ათასამდე სამოქალაქო პირია დაღუპული. განადგურებულია შენობების დიდი
ნაწილი.
მასალის გამოყენების პირობები