პოლიტიკა
კულება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდებს ​ბუჩაში ჩავიდნენ
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მისიას მოუწოდა ჩავიდნენ ბუჩაში მტკიცებულებების შესაგროვებლად.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა  ბრიტანული რადიო Times UK-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მტკიცებულებები გამოყენებული იქნება საერთაშორისო და უცხოურ სასამართლოებში, რათა დაისაჯონ ისინი, ვინც ჩაიდინეს ეს სისასტიკე.

დმიტრო კულებამ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და წამების ამსახველი ფოტოები „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.




უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს.

„ბუჩაში ადამიანების ხოცვა - ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. 21-ე საუკუნეში ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს თვალწინ ხდება. რუსეთი ISIS-ზე უარესია ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან“ ახლა. მოვითხოვ: ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე ემბარგოს; რუსული გემებისა და პროდუქტისთვის ყველა პორტის დაკეტვას: რუსეთის ყველა ბანკის SWIFT-ის პროგრამიდან გათიშვას", - განაცხადა კულებამ

ურაინაში 39-ე დღეა ომია. 

ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები არ ინდობენ მშვიდობიან  მოქალაქეებსაც.  ანადგრურებენ და ბომბავენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.