უკრაინის გამნაღმველთა ასოციაცია
იუწყება, რომ უკრაინაში 82 525 კვ.კმ დანაღმულია.
ეს არის უკრაინის ტერიტორიის
დაახლოებით 1/6, ანუ ქვეყნის მთლიანი ფართობის 14% ყირიმისა და
დონბასის ჩათვლით.
საშიშია არა მხოლოდ დონბასი,
არამედ, სამხრეთის მიწები - ხერსონის, ზაპოროჟიეს რეგიონები, ასევე
კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონები - აღნიშნავენ
გამნაღმველები.
უკრაინის პოლიტიკის ინსტიტუტის
შეფასებით, განაღმვის მთლიანი სავარაუდო ღირებულება 8 მილიარდ 500
მილიონ ევრომდეა.
უკრაინაში 28 დღეა ომი
გრძელდება. რუსი აგრესორები სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე 24
თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები