გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესი, უკრაინაში ომის გამო,
მასობრივ შიმშილს და მსოფლიო კვების სისტემის კოლაფსს
წინასწარმეტყველებს.
გაეროს გენერალური მდივანი ამის შესახებ ტვიტერზე წერს.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ანადგურებს პროდუქტების
მიწოდების ქსელებს, შესაბამისად, მკვეთრად იზრდება ფასები საწვავზე,
საკვებსა და ტრანსპორტზე.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ
მასობრივი შიმშილი და გლობალური კვების სისტემის კოლაფსი", -
თქვა ანტონიო გუტიერესმა.
უკრაინაში 23 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის
მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები