პოლიტიკა
ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ 6 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა
FaceBook
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეიმუშავა 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიო ლიდერებმა უნდა შექმნან საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიცია უკრაინისთვის;

ლიდერებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას, რომ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა;

რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს;

საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეეწინააღმდეგოს უკრაინაში რუსეთის მოქმედებების „თანდათანობით ნორმალიზებას” [ნორმად მიღებას];

ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, თუმცა მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობით;

ნატოს ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და მედეგობის გასაძლიერებლად.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც მოუწოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6-პუნქტიან გეგმას შეერთებოდნენ. კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო პუტინის თავდასხმის მარცხი.

უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია. 

მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა დაეტოვებინა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.