პროექტის
ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია, საპირფარეშო
და სუვენირების მაღაზია.
გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობის შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
იუწყება.
სამინისტროს ცნობით სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის
დაკვეთით და მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური
მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაოების ღირებულება 2,5 მლნ ლარია.
პროექტის ფარგლებში აშენდება საინფორმაციო ცენტრი, კაფეტერია,
საპირფარეშო, სუვენირების მაღაზია და მოეწყობა ავტოსადგომი.
ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრამდე მისასვლელ 600-მეტრიან გზას.
გაიმართება წყლისა და კანალიზაციის ქსელი.
პარალელურად, შესრულდება მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია გელათის მონასტრის
გუმბათისა და კედლების რესტავრაცია/კონსერვაცია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის განხორციელების შედეგად,
გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც უფრო მეტ ტურისტს
მოიზიდავს და დადებითად იმოქმედებს ადგილობრივი მოსახლეობის
სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები