უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,
ქალაქ ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალები განზრახ ესვრიან მშვიდობიან
მოსახლეობას.
ზელენსკიმ სპეციალურ განცხადებაში
აღნიშნა, რომ ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ დასახლებულ
ობიექტებს.
"რუსული ძალები დღეს სასტიკად
ესროდნენ ხარკოვს რეაქტიული არტილერიიდან. ეს ერთმნიშვნელოვნად
სამხედრო დანაშაულია. ესროდნენ მშვიდობიან ქალაქს, მშვიდობიან
დასახლებული რაიონებს, არც ერთ სამხედრო ობიექტს. ათეულობით
თვითმხილველი მოწმობს, რომ ეს არ ყოფილა ცალკეული შემთხვევითი ზალპი,
არამედ, ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ საით
ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის ნამდვილად იქნება საერთაშორისო
ტრიბუნალი. ყველა კონვენციის დარღვევა". - განაცხადა
ზელენსკიმ.
გუშინ, 28 თებერვალს, რუსეთისა და
უკრაინის წარმომადგენლებმა ბელორუსიის საზღვართან მოლაპარაკე
გამართეს. მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთმა ქალაქ ხარკოვის
მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც ათობით
ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა.
უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს
რუსეთის თავდასხმებს.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი
უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ
სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან
(დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
მასალის გამოყენების პირობები