პოლიტიკა
"ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს'' - The Times
FaceBook
ზელენსკის მოსაკლავად კიევში კრემლის 400-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი მოქმედებს.
ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

The Times-ის ინფორმაციით, მათ ევალებათ პრეზიდენტი ზელენსკის, მინისტრთა კაბინეტის წევრების მოკვლა და მოსკოვის კონტროლის ქვეშ ქალაქების გადაცემისთვის ნიადაგის მომზადება.

გამოცემის ინფორმაცია, ვაგნერის ჯგუფს, დაქირავებული მებრძოლებს, მართავს პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მან ხუთი კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკიდან "ზელენსკის თავის მოსაკვეთად" და მათ დიდ ფულად პრემიას დაჰპირდა.

გამოცემის ცნობით, ვაგნერის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შეიტყო. ამის შემდეგ კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა დედაქალაქი დივერსანტებისგან გაეწმინდათ. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გააფრთხილა მოქალაქეები რომ ქუჩაში არ გამოსულიყვნენ.

უკრაინა მეხუთე დღეა ცდილობს იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.