კიევში შეტაკებებს 6 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ
CNN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ სროლისა და შეტაკებებისას ერთი ბავშვი დაიღუპა,
რამდენიმე სამოქალაქო პირი კი დაშავდა. როგორც ოხმადიტის საავადმყოფოს
ექიმმა CNN-ს განუცხადა, დაშავებულებს შორის ორი მოზარდი და სამი
ზრდასრულია.
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.
რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან
(ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან
(ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ
შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და
დენაციფიკაციაა.
მე-4 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან
ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან —
ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და
სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის
ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ
პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და
დენაციფიკაციაა.
მასალის გამოყენების პირობები