პოლიტიკა
ევროკავშირმა სანქციების სიაში ვლადიმერ პუტინი და მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა
FaceBook
ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა
- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოზე არ დასრულდა და დღეს გადაწყდა ელჩებისა და მინისტრების მიერ“, - განაცხადა ბორელმა.

”ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმის დარჩენილ წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას”, - დასძინა მან.

ბორელმა თქვა, რომ ერთადერთი მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, არიან სირიის პრეზიდენტი ასადი და ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო.

„ ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული, არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელორუსიიდან და, ახლა, პუტინი რუსეთიდან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ევროპული საბჭოს ცნობით, შეთანხმებული შემდგომი შემაკავებელ ზომები გავლენას იქონიებს რუსეთის ფინანსურ სექტორზე, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებებზე, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ექსპორტის კონტროლსა და ექსპორტის დაფინანსებაზე, ევროკავშირის გამარტივებულ სავიზო პოლიტიკაზე დიპლომატებისთვის.

უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.