პოლიტიკა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა
FaceBook
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლება უწყდება,
რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოკსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის შეხვედრა შედგა „რუსეთის ბრუტალური ქმედებების გამო უკრაინასთან დაკავშირებით და მისი უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილების მისაღებად“.

მისი თქმით, ორგანიზაციის აღნიშნული რეაქცია ეხება მე-8 მუხლს წევრი სახელმწიფოსთვის მონაწილეობის შეჩერებას ევროპის საბჭოს ყველა ორგანოში.

მითითებული მე-8 მუხლი კერძოდ, ითვალისწინებს შემდეგს:

„ევროპის საბჭოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არღვევს მე-3 მუხლს, შესაძლოა, დროებით ჩამოერთვას წარმომადგენლობის უფლება და მინისტრთა კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს, გავიდეს საბჭოდან მე-7 მუხლის შესაბამისად.

თუკი ასეთი წევრი სახელმწიფო არ შეასრულებს ასეთ თხოვნას, კომიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მისი საბჭოს წევრობის შესახებ იმ თარიღიდან, რომელსაც განსაზღვრავს კომიტეტი“.

კოკსის თქმით, კომიტეტის სხდომაზე მონაწილეთა დიდი რაოდენობა ესწრებოდა და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებით.

„მე მაქვს მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭოს ყველა წარმომადგენელს მკაფიო პოზიცია ჰქონდა იმაზე, რომ უნდა დავგმოთ რუსეთის სამხედრო შეჭრა უკრაინაში“ , - განაცხადა კოკსმა.

უკრაინა მეორე დღეა ცდილობს მოიგერიოს რუსეთის თავდასხმები. კიევის ოფიციალური ინფორმაციით, ომის პირველ დღეს 137 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინამ საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. კიევში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.