დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრის
მოადგილემ, ნათია სირაბიძემ საჯარო ლექციის ფარგლებში "ეფექტური
კომუნიკაცია" სტუდენტებს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ
ინფორმაცია მიაწოდა.
"ჩვენ ქუთაისელ სტუდენტებს ვთავაზობთ ახალი წლის დღეების საინტერესოდ
გატარებას. იქნება უფასო კონცერტები, სასმელები, ტკბილეულობა.
როდესაც საქართველოს მასშტაბით დიდი ღონისძიებები ტარდება, არასოდეს
კეთდება აქცენტი რეგიონებზე. ხშირ შემთხვევაში თბილისიდან ველოდებით
სტუმრებს ან პირიქით. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებს
შორის იყოს კომუნიკაცია, რადგანაც შიდა ტურიზმი არანაკლებ
მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენ შესახებ ინფორმაციის გავრცელება
საერთაშორისო მასშტაბით" - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის,
განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, ნათია სირაბიძე.
შეხვედრაზე, ასევე, გაიმართა ნათია სირაბიძის წიგნის "წარმატების
გასაღები"-ს საჯარო გამოსვლის პრაქტიკული სახელმძღვანელოს
პრეზენტაცია.
25-7 იანვრის ჩათვლით ბათუმში უფასო კონცერტებზე დასწრების
მსურველთათვის იმღერებენ: ნინო ქათამაძე, ანრი ჯოხაძე, ნინი
ბადურაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ნიკო ბერიძე, სოფო ხალვაში.
მასალის გამოყენების პირობები