საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია საქართველოში მყოფ უკრაინელ
ტურისტრებს დახმარებას სთავაზობს.
ასოციაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ აცნობონ საქართველოში მყოფი იმ
უკრაინელი ტურისტების შესახებ, რომლებიც ვერ ტოვებენ ქვეყანას.
„თუ არიან უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ვერ ტოვებენ
ქვეყანას და ფიქრობთ, რომ სჭირდებათ დახმარება, გთხოვთ მოიწეროთ აქ,
ვის რა საჭიროებები გააჩნია.
საუბარია მხოლოდ იმ უკრაინელ ტურისტებზე, რომლებიც ვერ ტოვებენ
ქვეყანას, გაუგებრობის ან ბოროტად სარგებლობის თავიდან ასაცილებლად,
გადავამოწმებთ ფრენის ბილეთებსაც..
ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება დასჭირდება, ყველანაირად დავეხმარებით.
მშვიდობა ჩვენ და უკრაინას", – წერს საქართველოს ახალგაზრდა
გიდების ასოციაციის წარმომადგენელი ლაშა ბერეკაშვილი.
ლაშა ბერეკაშვილის ინფორმაციით ასოციაციის ფეისბუკგვერდზე უკვე
იწერებიან მოხალისეები, მათ შორის სასტუმროების წარმომადგენლები,
რომლებიც სთავაზობენ სხვადასხვა დახმარებას უკრაინელებს.
„ვისაც რა საჭიროება ექნება ისე დავეხმარებით, ვის წამალი
სჭირდება, ვის დროებითი თავშესაფარი. ასე გავაკეთეთ ყაზახების
შემთხვევაში და მაშინ კარგად იმუშავა. ბევრისთვის შევძელით,
მოხალისეების ხელშეწყობით, დახმარების გაწევა",-
ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.
რუსეთმა დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი
წამოიწყო.
რუსეთი უკრაინაში დონბასისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების
დაცვის საბაბით შეიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები