საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთის მიერ
უკრაინაში ომის დაწყებას, მხოლოდ რამდენიმე საათის
შემდეგ გამოეხმაურა.
"ქართველი ხალხი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ
სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ საბრძოლო
მოქმედებების შეწყვეტისკენ", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
პრეზიდენტის გარდა, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლების არც ერთ
წარმომადგენელს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არ
გაუკეთებია.
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი
წამოიწყო.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული
რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში "სამხედრო ოპერაციის" დაწყების
შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ
ჯარისკაცებს.
მასალის გამოყენების პირობები