პოლიტიკა
"რუსები პუტინის ამბიციისთვის დიდ ფასს სისხლით და ეკონომიკური ზარალით გადაიხდიან“
FaceBook
"70 წელზე მეტია, რაც ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. თავისი არალეგალური შეჭრით უკრაინაში ვლადიმირ პუტინმა ტრაგიკულად დაასრულა წლების განმავლობაში არსებული მშვიდობა". 

ეს განცხადება სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერს ეკუთვნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად თქვა. 

ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს.

უორნერი ამბობს, რომ ამერიკამ და ევროპამ ამ ქმედებას ახლა ერთობლივად უნდა უპასუხონ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა სანქციების პირველი ტრანში უკვე აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს რუსეთის მთავრობის დასასჯელად.

"ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი, ნატოს მოკავშირეების თავდაცვითი ძალების გაძლიერება და ამავდროულად, გავარკვიოთ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს გასაჭირის დროს", - ნათქვამია განცხადებაში.

სენატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "რაც ახლა ხდება უკრაინაში ტრაგედიაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ რუსი ხალხისთვისაც. ისინი პუტინის უგუნური ამბიციისთვის დიდ ფასს სისხლითა და ეკონომიკური ზარალით გადაიხდიან".

რუსეთს აშშ-მ, ევროკავშირმა, ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, კანადამ, იაპონიამ ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.